“მნიშვნელოვანია მსგავსი ანგარიშები, რადგან ეცნობი, როგორ ხედავს უწყება საფრთხეებსა და გამოწვევებს“ – გიორგი გოგუაძე სუს-ის ანგარიშზე

“ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ანგარიშები იმიტომ, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ეცნობი, როგორ ხედავს კონკრეტული უწყება საფრთხეებსა და გამოწვევებს”, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი გოგუაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

გოგუაძემ სუს-ის ანგარიში „კვირასთან“ შეაფასა.

„პირველ ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ანგარიშები იმიტომ, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ეცნობი, როგორ ხედავს კონკრეტული უწყება საფრთხეებსა და გამოწვევებს, რას აკეთებს ამ საფრთხეებისა და გამოწვევების გასანეიტრალებლად.

ეს საკმაოდ ფართო დოკუმენტია, კომპლექსური და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მიდის, რომელიც შეიძლება, გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით დაალაგო. გასანკუთრებით მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ კვლავ დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, საქართველოს უსაფრთოხებისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემის შემქმნელი არის რუსეთის ფედერაცია და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოვყოფდი: გარდა იმისა, რომელი ორგანიზაციებიდან არის საქართველოს წინაშე საშიშროება, ასევე, დაფიქსირებულია ტენდენცია ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მიმართულებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ჩვენს რეგიონში, ევროპის კონტინენტზე, ზოგადად, დასვალეთში, საკმაოდ დიდი გამოწვევა და საფრთხეა სწორედ ულტრამემარჯვნე, ნეონაცისტური და ფასისტურ იდეოგოლიაზე დაფუძნებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობები. შესაბამისად ის, რომ ამ კუთხით უწყება ხაზს უსვამს, რომ ეს არის გამოწვევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ბალანსის დაცვის მცდელობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერსონალური მონაცემები, ზოგადად, ზედამხედველობა და ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავების პროცესში დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუენბა არის, რა თქმა უნდა, მთავარი.
ასევე, ხაზს გავუსვამდი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს მეტი რესურსი, რომ მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და ის რესურსი შეგვიძლია, ერთობლივი საფრთხეების წინაშე გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, შემდეგ წლებში მეტად გაღრმავდება თანამშრომლობა.

ინსტიტუციური განვითარების ქვეთავიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, საფრთხეების ცვლასთან ერთად, უნდა მოხდეს იმ რესურსების ადაპრტირება, რაც უშუალოდ უწყების შიგნითაა”, – განაცხადა გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები