საჩხერეში სხვადასხვა სოციალური სტატუსის ბენეფიციარებზე დახმარება გაიცა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთნ დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ პირებს, საქართველოს ყრუთა კავშირისა და საქართველოს “წითელი ჯვრის” საჩხერის ფილიალების დღის ცენტრების, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით დაეხმარა.
აღნიშნული შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ეპიდვითარებით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე და COVID-19-ის თავიდან აცილების პრევენციის მიზნით, დახმარება 350- მდე სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეს გაეწია. ასევე, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე მყისიერად ხდება რეაგირება. გარდა ამისა, მოხალისეები 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, რომელთა გარეთ გამოსვლა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, პენსიის აღებაში უწევენ დახმარებას.
“ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწიათ კარანტინში მყოფ პირებს სახლში დაბრუნებაში, დიალეზის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს და ქრონიკულ ავადმყოფებს. ასევე, 1289 ბაღის აღსაზრდელმა მიიღო 1 თვის საკვები პროდუქტი მენიუს შესაბამისად. საჩხერის მუნიციპალიტეტი ყველა იმ პირსა თუ კომპანიას უხდის მადლობას, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გვერდით დაუდგა თანამოქალაქეებს. აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: ლაშა ენუქიძე, მანუჩარ იაკობიძე, მამუკა ალავიძე, ზურაბ ვაჭრიძე, ანა ჭიტაძე, შპს ლუკა@მარიამი, სერგი გიორგაძე, კახაბერ ხვედელიძე, სს ,,საჩხერე გაზი“, ზურაბ ღუღუნიშვილი, მამუკა ბუღაძე, გოჩა ქურციკიძე, იუზა ტყემალაძე, ვასილ გელბახიანი, გოგი ლომიძე, სოსო შუბითიძე, დავით კომლაძე, კახა ჯაფარიძე და დავით გიორგაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.