ედიშერ თოლორაია: ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ კორონავირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს” წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ესტუმრა, მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებს სააღდგომო ნობათი გადასცა.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლასა და დაავადებების აქტიურ გამოვლენაში. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ეპიდემიის შეჩერებისკენ. ძალიან მიხარია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სამეგრელოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრების რიტმი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენი ერთობით ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ დავამარცხოთ კორონავირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა!”, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა სამეგრელოს რეგიონში COVID19-თან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები, გაეცნო სტატისტიკურ ინფორმაციას და დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძრვანელმა, ანზორ ქობალიამ მადლობა გადაუხადა ბატონ ედიშერ თოლორაიას ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის დაფასებისა და პირველი დღიდანვე აქტიური ჩართულობისთის COVID-19 -თან ბრძოლაში.
“მადლობა, რომ აფასებთ ჩვენს შრომას, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციას, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას”, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ ეპიდემიოლოგიური სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა დეპუტატს გულისხმიერებისთვის, დაფასებისა და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ჯეროვნად შეფასებისთვის და მადლიერების ნიშნად წიგნი – “დათა თუთაშხია” გადასცა.