რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 3448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 27 938 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა გამოვლენილია მოსკოვში – 1370; მოსკოვის ოლქში – 467; სანკტ-პეტერბურგში – 154.

ბოლო 24 საათში ვირუსს 34 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 232 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთან, კლინიკებიდან 2304 პირია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები