ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის ხეობის 160 ოჯახს სურსათი დაურიგდა
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქციები გრძელდება. მორიგ სოციალურ კამპანიაში შპს ,,ტერასა ბათუმი’’ ჩაერთო. კომპანიისგან პროდუქტები ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის ხეობის 160 ოჯახს დაურიგდა.
,,მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა მოქალაქესა და კომპანიას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს იჩენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. გვინდა, მივმართოთ მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე – სხვების ჯანმრთელობას და, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ეტაპობრივად ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.