შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონში მცხოვრებ მარტოხელა დედებს IRI-ს საჩუქარი გადასცა

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა დედებს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) სახელით სასურსათო ამანათები გადასცა.
“ზესტაფონში მცხოვრებმა მარტოხელა დედებმა ჩვენი მეგობარი IRI-სგან საჩუქრად სასურსათო ამანათები მიიღეს!
საჭირო პროდუქტები IRI-ს გუნდთან ერთად შევარჩიეთ და დღეს იმ ქალბატონებს ვესტუმრე, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) დიდი ხანია საქართველოს პარტნიორია. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, IRI-ს მთელ გუნდსა და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელობას!”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები