UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩხენკელს ონლაინმინისტერიალში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა
UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელ სოფიციალური წერილი გამოუგზავნა და 30 მარტს UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინმინისტერიალში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვისმადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მინისტერიალის – „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მონაწილეებმა მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილები სეფექტიან გზებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
„UNESCO-ს მიერ ორგანიზებული ონლაინდიალოგის შედეგად გამოჩნდა გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობა არამხოლოდ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის, არამედ მდგრადი განვითარების სხვა საკითხების მოგვარების საქმეში. COVID-19 კრიზისმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტი სამეცნიერო კოალიცია, რომელიც ღია მეცნიერების პრინციპზეა დაფუძნებული, პანდემიასთან ბრძოლაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მონაცემებს უნდა აზიარებდეს.
მინისტრების შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეცნიერების მნიშვნელობა გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებისა და მომავლის წინაშე მზადყოფნისუზრუნველსაყოფად. ვირტუალური მინისტერიალის მონაწილეებმა UNESCO-ს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს ღია მეცნიერების გაძლიერების, სამეცნიერო რჩევებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გზით”, – ნათქვამია UNESCO-ს მადლობის წერილში.
UNESCO-ს ონლაინდიალოგში მონაწილეობა 122 ქვეყნის 210 წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 77 მინისტრი და მინისტრი სმოადგილე, ევროკავშირისა და აფრიკის კავშირის კომისრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მეცნიერები.