მონასტრებში სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ღამისთევით ჩატარდება, მაგრამ – მრევლის გარეშე. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა განაცხადა. წირვას მხოლოდ სასულიერო პირები და მონაზვნები დაესწრებიან. მიტროპოლიტი დიმიტრი წირვას სამების მონასტერში აღავლენს, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაეცემა.
,,სადღესასწაულო მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა არ მოხდეს კანონის დარღვევა და მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით. წირვა ყველა იმ რეკომენდაციის დაცვის გათვალისწინებით ჩატარდება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვკარნახობს“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი მრევლს მოუწოდებს, სასაფლაოზე გასვლისგან თავი შეიკავონ.
ყველა დიდ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ყველა ტაძართან მობილიზებული იქნება საპატრულო ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები