რუსთავში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთავში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სადეზინფექზიო ხსნარებით წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მუშავდება ტროტუარები და ცენტრალური გზიდან უბნებში შემავალი გზის მონაკვეთები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე და ისეთი ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. სადეზინფექციო სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ. დეზინფექციის პროცესს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი დაესწრო. სამუშაოები მომდევნო ორი დღის განმავლობასი გაგრძელდება. დეზინფექციის პროცესს ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ერთობლივად ახორციელებენ. 21;00 საათიდან შესვლა და გამოსვლა რუსთავში, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ანალოგიურად შეზღუდულია. ქალაქში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 4 სხვადასხვა ბლოკსაგუშაგოდან ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები