ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებულ მედდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს  კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გალიდან გადმოყვანილ 50 წლის ქალს, რომელსაც განმეორებით ჩაუტარდა საკონტროლო ტესტი, ანალიზებმა კორონავირუსზე სუსტად დადებითი პასუხი აჩვენა.

“სასწრაფოს ექიმის ანალიზის შედეგები კორონავირუსზე უარყოფითია, გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი 50 წლის პაციენტის მეორე საკონტროლო ტესტმა კი სუსტად დადებითი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს სამი დღის შემდეგ მესამე საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება”,- განაცხადეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს ახალი კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტი კლინიკაში დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები