ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თანადგომის მორიგი აქცია შიდა ქართლის რეგიონში ჩაატარა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, აქციებს ვეტერანთა დასახმარებლად არ წყვეტს.
“დღეს, თანადგომის მორიგი აქციები ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა, COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს. ომისა და თავდაცვის ძალების ამ კატეგორიის ვეტერანებს დახმარება გაუწია, ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამაც, რომელმაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები უწყების 80-მდე ბენეფიციარისთვის გამოყო სასურსათო კალათა. ვეტერანთა დახმარების აქციას შეუერთდა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მერიებიც,”- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ განაგრძობს.