„მკვდარი სულების არდადეგების“ მსოფლიოს პრემიერა – საერთაშორისო კინოფესტივალზე

კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კინოფესტივალზე – Hot Docs​. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს აჩვენებენ სპეციალურ სექციაში ​- The Changing Face of Europe​.
„მკვდარი სულების არდადეგები“ საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მოგვითხრობს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსის – ლევან სვანიძის შესახებ, რომელიც გარეუბანში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევანი ცდილობს, გაუმკლავდეს ყოფით პრობლემებს და დაიბრუნოს წარსული წარმატება.

შემოქმედებითი ჯგუფი:

მონაწილეობენ: ლევან სვანიძე, ლამარა სვანიძე, ინგა მღებრიშვილი, გია თოიძე
რეჟისორი: კეკო ჭელიძე
იდეის ავტორები: კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე
პროდიუსერები: კოტე კალანდაძე, ელენე მარგველაშვილი
საპროდიუსერო კომპანია: ​Parachute Films
ოპერატორი: კოტე კალანდაძე
მონტაჟი: კოტე კალანდაძე, კეკო ჭელიძე, ელენე ასათიანი
ხმა: კოტე კალანდაძე, ნიკა ფანიაშვილი
ფერების კორექცია: ლევან კუხაშვილი
მუსიკა: ლევან სვანიძე, გია თოიძე
თიზერი​ – ​https://vimeo.com/393296880

მოკლე თიზერი 1​ – ​https://vimeo.com/393297056

მოკლე თიზერი 2​ – ​https://vimeo.com/393296926

Hot Docs დოკუმენტური ფილმების ყველაზე დიდი ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის. იგი ყოველწლიურად ტორონტოში იმართება და 200-მდე ფილმს სთავაზობს 200,000-ზე მეტ მაყურებელს მთელი მსოფლიოდან. ასევე, “მკვდარი სულების არდადეგები” წარდგენილია ფესტივალის მაყურებლის ჯილდოზე.

ფილმის პრემიერა საქართველოში 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები