ლაშა ნაცვლიშვილი: კოჰაბიტაციის დაშვებისთვის “ქართულმა ოცნებამ” დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა
“ძალიან ხშირად ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ადამიანი, რომელსაც შევუნდეთ და ვაპატიეთ, მოტრიალდა და ზურგში ლახვარი ჩაგვარტყა. გვიფიქრია, მაშინ უნდა გამეგლიჯაო, მაგრამ შემდეგ რომ დაფიქრდები და სიცხელე გაგივლის, ხვდები, ვერ იზამდი და აპატიებდი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა – “ღია ეთერში” განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მისი ვიდეობლოგიდან ბიძინა ივანიშვილის ის ფრაზა გაიხსენა, სადაც ნაცვლიშვილი ოპოზიციის მისამართით ამბობს – “ჩვენ არ მოგექცევით ისე, რასაც იმსახურებთ, ჩვენ მოგექცევით ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს კულტურასა და ჩვენს ხალხს”.
ვალერიან გორგილაძის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ეს შფოთი, აგრესია, არსებობდა, ამ ფრაზით ბიძინა ივანიშვილმა ეს შეაჩერა.
ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დაშვებისთვის დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა.
“დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დაშვებისთვის. მაგრამ ის დრო რომ მოტრიალდეს, დარწმუნებული ვარ, ისევ ისე იზამდა და ის ერთადერთი სწორი გზა იყო. რადგან მხოლოდ ასე იკურნება სენი, რომელიც ჩვენ შევიყარეთ. მიხეილ სააკაშვილიც მთელს საქართველოს დაგვემართა. მიუხედავად იმისა, ვინ მისცა ხმა და ვინ – არა. ბიძინა ივანიშვილიც ყველას ერთად დაგვემართა და ვარდსა და ნეხვს ერთნაირად ეფინება. მისი ბენეფიციარი ყოველი ქართველია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.