გიორგი გახარია: მადლობა ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს

“მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინებულად გასწიეს დონორებსა და, პირველ ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, აპრილის ბოლოსთვის ქვეყნის ბიუჯეტს 200 მილიონი დოლარი შეემატება.

“სავალუტო ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები