რატომ ეხმარება რუსეთი სხვა ქვეყნებს და არა –  საკუთარ ხალხს?(ვიდეო)

რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება – ძირითადად,  სამხედრო ექიმებს აგზავნის, რომლებიც შენობების დეზინფექციას ატარებენ.

ამავე დროს, რუსეთის სამედიცინო სფეროში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა -რეგიონებში მომუშავე ექიმები და მედდები  ელემენტარულ სამედიცინო აღჭურვილობას ითხოვენ, კლინიკები გაუმართავია და არ არის კეთილმოწყობილი.

შესაბამისად, უკვე რუსეთის მოქალაქეები სვამენ კითხვებს – რატომ ვეხმარებით იტალიას და არა – ვორონეჟსა და ომსკს? რატომ იქცევა პუტინი ასე, ნუთუ არ ესმის, რამდენად ცუდად გამოიყურება ეს პიარაქციები? სწორედ ამ აქტუალურ თემას ეძღვნება ლეონიდ ვოლკოვის ვლოგი, რომელმაც მარტივად შეძლო დასმულ კითხვებზე რეალური პასუხების გაცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები