მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2 “ინფექციურ საავადმყოფოშია” მოთავსებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორი მათ კლინიკაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, “ინფექციურ საავადმყოფოში” 39 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილას, ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილამდე დაემატა 10 და ახლა გვაქვს 306 დადასტურებული შემთხვევა. ათი ახალი შემთხვევის ეპიდემიური კვლევა წარმოებს და წყაროების კვლევა ხდება. აქედან, როგორც გუშინ გითხარით, ჩვენთან ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი სხვა კლინიკებშია განთავსებული. გამოჯანმრთელებული, ამ ეტაპზე, 69 ადამიანია. აქედან გამომდინარე, ამჟამად, 237 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ცენტრებში. დღეს ჩვენთან 39 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 46 ადამიანია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.