ანდრია ჯაღმაიძე: კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ვნახოთ, რა პოზიცია ექნება, საბოლოოდ, სახელმწიფოს

“ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები. ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონი არ უნდა დაირღვეს.

“ვისაც უნდა მოსვლა, მათ არ ვეუბნებით, რომ არ მოხვიდეთ, უბრალოდ, მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ გაფრთხილებების ფონზე, რაც მიმდინარეობს. ჩვენ ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ და მაგალითს ვაძლევთ, რომ ვითვალისწინებთ ამ გაფრთხილებებს. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა იმისთვის, რომ ეკლესიები გახმოვანებულიყო, ძალიან ბევრი ტაძარი ღვთისმსახურებას სრულად ეზოში აღასრულებს, ჩემთან ტაძარში მრევლი გარეთ დგას. სტიკერები დაიხაზა და ეს ყველაფერი მრევლისთვის არის მიმანიშნებელი, რომ, რეალურად, ჩვენ ვცდილობთ,  გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. მათთვისაც ეს გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა.
ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება. ზოგადად, ეს არის და ხვალ დაწვრილებით იქნება დეტალებზე საუბარი.
ვნახოთ, რა პოზიცია ექნება, საბოლოოდ, სახელმწიფოს. მე ვერ ვიტყვი მათ ნაცვლად დღეს, თუმცა ჩვენი ზოგადი მოწოდება, როგორიც იყო აქამდე, რომ არ უნდა დავარღვიოთ მითითებები, კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ეს შენარჩუნდება”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები