წალკაში სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძელდება (ვიდეო)

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმეგოდ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძლედება.
წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე „რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მაშტაბით 150 ოჯახს გადაეცემა სასურსათო პაკეტები.
„კარანტინის გამოცხადების შემდგომ სოფლებიდან მოვიძიეთ ინფორმაცია, რომელ ოჯახებს სჭირდებოდათ დახმარების გაწევა. 150 ოჯახია, რომელსაც აქვთ სოციალური ქულები 1000-დან 30 000-მდე  და ეტაპობრივად მიგვაქვს ყველასთან სოციალური პაკეტები”, – განაცხადა ილია საბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები