წალკის მერი მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგების ოდენობას გაეცნო

წალკის მერი, ილია საბაძე  მუნიციპალიტეტში არსებულ სუპერმარკეტებში სასურსათო მარაგის რაოდენობასა და პროდუქტის ლიმიტების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
წალკაში მდებარე ობიექტები შეუფერხებლად, სტანდარტების სრული დაცვით განაგრძობენ მუშაობასა და მომხმარებელთა მომსახურებას.
გიული ებრალიძის სუპერმარკეტში არცერთ სასურსათო პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა, მარაგები კი საკმარისი რაოდენებითაა.

ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი, გიული ებრალიძე „რეგიონულ კვირასთან„ ამბობს, რომ მარაგები ყოველ მეორე დღეს ივსება და დეფიციტის შექმნის პრობლემა არ დგას. მისი თქმით, არცერთ პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა.

„დეფიციტი არცერთ პროდუქტზე არ არის, რაც გვჭირდება, ყველაფრის შეძენა შეგვიძლია. ვცდილობთ, რომ დისტანცია დავიცვათ.  ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ვასილ ბერიანიძე.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში მაღაზიებში მარაგის უკმარისობა არ გვაქვს. არის მხოლოდ წიწიბურის დეფიციტი და ველოდებით, დაახლოებით, ერთ კვირაში შემოვა საქართველოში და ჩვენთანაც მოხდება მარაგების შევსება. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას,ლ – ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა გვყავს რაიონში და ყველა ენაზე ვაფრთხილებთ, თუ როგორ უნდა დაიცვან დისტანცია, რომ სახლში არ შეიტანონ ვირუსი”, – განაცხადა წალკის მერმა, ილია საბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები