საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული

მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო შარშან, აღნიშნულ პერიოდიში 148 შემთხვევა გამოვლინდა.
“2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცია, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.
31 მარტის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.4 % (3091) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3999) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (985) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (40) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (45) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შიდსის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ცხელი ხაზი: 239-80-08”, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები