დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისელი მედიკოსებისთვის ონლაინტრენინგი გამართეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა – დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისა და მედიკოსებისთვის ონლაინტრენინგი გამართეს.
ტრენინგის ფარგლებში, ექიმებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისას მედიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ტრენინგზე, ასევე, სპეციალისტებმა COVID 19-თან დაკავშირებით ჩატარებული ახალი კვლევების შესახებაც ისაუბრეს.