კახეთში კოროვირუსზე 11 უარყოფითი პასუხი მიიღეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თერმეტი ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 15-მდე ადამიანის სინჯის გაგზავნა ლუგარის ცენტრში დღესაც იგეგმება.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს – ისინი 12-დან 8-მდე შემცირდ, სადაც, ჯამურად, 394 მოქალაქე იმყოფება.
შეგახსენებთ, კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა. საქართველოში კი კოვიდ 19-ის 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი და გარდაიცვალა 3. კარანტინის რეჟიმშმი ამ დროისთვის 2856 ადამიანია განთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 458 პირი იმყოფება.