საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ და Stopcov ფონდში თანხა გადარიცხეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოლიდარობის აქციას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც უწყების თანამშრომლებმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ ფონდ #StopCoV-ში თანხა გადარიცხეს.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და აუცილებლობებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს.

ფონდში შენატანების ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები