ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში, არასწრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა.
„ამ წუთას მივიღეთ პასუხი, რომ არასრულწლოვანის ანალიზებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ლენტეხში ინფიცირებულთა რაოდენობა, საბედნიეროდ, არ გაზრდილა. ამ ამბავმა გაგვახარა და ხვალინდელი დღის იმედიც მოგვცა, მგონი მოვერევით ამ უხილავ მტერს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლენტეხის ცხელების ცენტრში ამ ეტაპისთვის არცერთი პაციენტი არ იმყოფება“, – განაცხადა მედიკოსმა.
ცნობისთვის, ლენტეხის სოფელ მელედან არასრულწლოვნის ნაცხის ნიმუში დილით გაიგზავნა.