თეთრიწყაროში მოსახლეობა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით მარაგდება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ოჯახებს სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მონაცემთა დამუშავების შემდგომ, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით მომარაგება ეტაპობრივად განხორციელდება.