ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული აქილიკებს პირბადეებს

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული აქილიკებს პირბადეებს”, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.​

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო „დელტას” ბაზაზე დამცავ ფარებს აწარმოებს.

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალა ეცადა, რომ ქილიკად ექცია პირბადეების საკითხი მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას” ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა” ასევე მუშაობენ სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა, ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები