ავარია გორის ცენტრალურ მაგისტრალზე – დაშავდა ერთი ქალი

გორის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევის შედეგად “სუბარუსა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

დაშავებული ქალი “გორმედის” კლინიკათა ქსელში გადაიყვანეს.  მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც “რეგიოულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები