13 აპრილი სერგო ზაქარიაძის გარდაცვალების დღეა

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი სერგო ზაქარიძე 1971 წლის 13 აპრილს, 49 წლის წინათ, გარდაიცვალა.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო ( პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1945), გიგაური (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, 1954).
გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი“, 1944), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, 1945), მეფე დავითისა (ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, 1946), ბესიკ გაბაშვილისა (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“, 1942).
რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებული როლებია: ქადაგი („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, 1961), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, 1956), შუისკი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“, 1957).
1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943, სტალინური პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლი („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966).
დაჯილდოებულია: რუსთაველის სახელობის პრემიით (1971),  ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები