ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფის“ ონლაინპრემიერა გაიმართება

14 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი ლანა ღოღობერიძის ფილმ „ოქროს ძაფის“ ონლაინპრემიერას გამართავს.
„ოქროს ძაფის“ მსოფლიო პრემიერას რამდენიმე თვის წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა უმასპინძლა.
ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ: ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია, ზურა ყიფშიძე, დათო კვირცხალია, თემიკო ჭიჭინაძე და ნინო კირთაძე.
ორი მოხუცი ქალი, საბჭოთა დროში ერთმანეთს დაპირისპებული, იძულებულნი არიან, ერთად იცხოვრონ. მხოლოდ ერთის გაუჩინარება დააფიქრებს მეორეს, რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაპირისპირება თუ თანაგრძნობა. ამაში მას მკვდრეთით აღმდგარი სიყვარული ეხმარება.
„ოქროს ძაფის” ბმული გასაჯაროვდება, 14 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/?eid=ARBHz83p4E5WTPwG4WkcbbL8AUW-pPsIxkeb64r5ya9z7C5hLQlPp505T9I6CVXcir-0jhWFZLDEcHTI

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები