საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზისა და რიკოთის საუღელტეხილო გზის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
სამშენებლო ობიექტებზე კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზისა და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს გაეცნენ.
“საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.
სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.