სოფელ ქობულეთში 20 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალია
ქობულეთის კლასტერიდან სულ 20 პირია ინფიცირებული, მათ შორისაა ქობულეთის სამედიცინო დაწესებულების მედდა. აღნიშნულ საავადმყოფოში პირველი ინფიცირებული იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 25 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულია.