მეუფე იაკობი: რომელი სასულიერო პირიც არის თანახმა ტესტირებაზე, დავიწყოთ იმათი ტესტირებიდან
“კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელი სასულიერო პირიც არის თანახმა ტესტირებაზე, დავიწყოთ იმათი ტესტირებიდან”,- ამის შესახებ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესია სწორად იქცევა, რომ ღვთისმსახურების წესს არ ცვლის.
“რომელი სასულიერო პირიც არის თანახმა ტესტირებაზე, დავიწყოთ იმათი ტესტირებიდან. ჩვენი ეკლესია აკეთებს ძალიან სწორად, ღვთისმსახურებებს რომ არ ცვლის. არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხომ ხედავთ, ხალხი თვითონ მობრძანდება. თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.