სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნეს
სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა, დემეტრე დავითაშვილმა მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნო.
მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 23:00 საათზე მიბრძანდება.
„ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი.
სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება.
ოთხშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე ისევ სერობის ჟამი და ცისკარი. ხუთშაბათს, 10:00 საათზე, შესრულებული იქნება ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება. 12 ვნების სახარება წაკითხული იქნება საღამოს 16:00 საათზე. პარასკევს 9:00 საათზე სამეუფეო ჟამები იქნება წაკითხული, ხოლო 16:00 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება. შაბათს, 7:00 საათზე, შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9:00 საათზე, წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 00:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმ. იოანე ოქროპირის საზეიმო სააღდგომო საღვთო ლიტურგია“,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.