ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ ხაშურის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განუცხადა, ამ დროისთვის პაციენტი გადაყვანილია თბილისში და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
„ეს ადამიანი თბილისში ცხოვრობს და ოჯახთან ერთად გომში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები, სადაც აქვთ სახლი. ამ დროისთვის მეტი ინფორმაციის გაცემის საშუალება არ გვაქვს, რადგან ვიმყოფებით გომში და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა”, – განაცხადა დავით ჩიქოვანმა.