თელავში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თელავის ცენტრალური ქუჩების სადენზიფეციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.
პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და სახანძრო – სამაშველო ტექნიკა.
ქალაქის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყოველდღიურად მოქალაქეთა დიდი ნაკადი მოძრაობს. ქუჩების დამუშავების პარალელურად, მერიის კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს.
,,სამუშაოები კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ დაიწყო, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხება ქალაქის ყველა ის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე გადაადგილდება ყოველდღიურად. საჭიროების შემთხვევაში პროცესს კვლავ გავიმეორებთ. ქუჩების დეზინფექციის პარალელურად, მერიის კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს. მომავალ კვირას დავიწყებთ ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების დეზინფექციას.,, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.