“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო”
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო.
„ამ ეტაპზე ახალი კოვიდ დადებითი პაციენტი არ შემოსულა ჩვენთან. სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, საყურადღებო. სამივესთან არის პნევმონია.
გვყავს 61 პაციენტი, მათგან 15 დღეს დატოვებს კლინიკას. ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში და რამდენიმე მათგანი გაეწერება ბინაზე. დღეს საღამოს ველოდებით 19 ტესტის პასუხს“, – განმარტა თეა თავართქილაძემ.