კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 15 პირის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 15 პირის პირის ტესტი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 11 საკარანტინო ლოკაციაზე 414 ადამიანია განთავსებული,ხოლო თვითიზოლაციაში 2 მოქალაქე იმყოფება.
რეგიონში კოვიდ 19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული,მათგან გამოჯანმრთელდა 63 პაციენტი და გარდაიცვალა 3 მოქალაქე.კარანტინის რეჟიმში 4925 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 401 პირი გადის.