ლევან რატიანი: სულით ექიმი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტი ვინ იქნება, ჩემი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე

“სულით ექიმი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტი ვინ იქნება, ჩემი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე”,- ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტების კითხვას, „როგორ შეაფასებდა ის ექიმის, დავით ნანობაშვილის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია კორონავირუსით დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ“.

„მე სულით ვარ ექიმი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ერთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე“, – აღნიშნა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები