საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ რუსთავსა და გარდაბანში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ რუსთავსა და გარდაბანში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ქართულ მხარეს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 200 შეჭირვებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათი გადასცა.
პროდუქტების გადაცემის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი ესწრებოდნენ.
შოთა რეხვიაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანულმა ბიზნესასოციაციამ COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ერთ მილიონ ლარამდე გადარიცხა.
„კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი აზერბაიჯანელ ხალხს, ეს არის საუკეთესო მაგალითი ურთიერთობებისა და დახმარების. ამ ჰუმანიტარულ აქციას თან ახლავს საინფორმაციო კომპონენტი ორენოვანი წარწერით და გაფრთხილება – დავრჩეთ სახლში კიდევ აქტუალურია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები