ლევან ნიკოლეიშვილი: სასიხარულოა როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს
„სასიხარულოა როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიან და ობიექტურ მასმედიასთან ერთად COVID 19-ის წინააღმდეგ თავის უშუალო მოვალეობას ღირსეულად ასრულებს.
„ნამდვილად სასიხარულოა როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საგანგებო ვითარებაში მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას. სწორედაც მისასალმებელია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიან და ობიექტურ მასმედიასთან ერთად COVID 19-ის წინააღმდეგ თავის უშუალო მოვალეობას ღირსეულად ასრულებს, ასევე შესძლო მეორე არხის მეშვეობით საგანამანათლებო საპატიო მისია შეესრულებინა. „კიდევ ერთხელ ჩემი აპლოდისმენტები მას“, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა. დიახაც, ჩვენი აპლოდისმენტები და მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ სიტუაციაში მართლაც დიდი საქმისთვის”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.