სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, სტრასბურგში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქალბატონი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.