პოლონეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოქმედება გაახანგრძლივა

პოლონეთის მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება გაახანგრძლივა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, 19 აპრილამდე გაგრძელდება შეზღუდვები ტაძრებში, სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მომსახურების სფეროს დაწესებულებებში.

​26 აპრილამდე იქნება დახურული სკოლები, შეჩერებული იქნება საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

3 მაისამდე შენარჩუნდება სასაზღვრო სანიტარული კონტროლი და შემომსვლელთა სავალდებულო კარანტინი.

პოლონეთში 5411 დადასტურებული შემთხვევაა, 164 კი ლეტალური შედეგით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები