გორისა და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრებს ბოლო 24 საათში 5-მა პაციენტმა მიმართა
“გორმედის” გორისა და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრებს ბოლო 24 საათში 5-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ოთხმა – გორში, ერთმა კი – ხაშურში.
როგორც “რეგიონულ კვირას” გორმედის ქსელის ე.წ ცხელების ცენტრში განუცხადეს, პაციენტების არსებული სიმპტომების გათვალისწინებით, ხუთივე მათგანის მდგომარეობა შეფასდა და მიმდინარეობს სამედიცინო დაკვირვება.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე, “გორმედის” გორისა და ხაშურის კლინიკების ე. წ ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ცენტრში კოვიდ-19- ზე არცერთი ნიმუშის გაგზავნა იგეგმება.