ლევან ნიკოლეიშვილი: რა გაგვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა?

“მავნებლები ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი, ვერ ხედავთ? რას იზამთ. არადა, აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს – უხილავ მტერს, რომელსაც იმედია, ასევე ღირსეულად დავამარცხებთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული.

„დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი 100 მილიონით გაიზარდა და მალევე გაჩნდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული. ან რა გვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა, რომელმაც უამრავი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი გადაარჩინა, ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება?! არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ მან და მისმა გუნდმა შეძლო, რევოლუციითა და დამხობით კი არა, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით, არჩევნებით შეეცვალა ხელისუფლება. მავნებლები ხშირ-ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი? ვერ ხედავთ? რას იზამთ. არადა, აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს – უხილავ მტერს, რომელსაც იმედია, ასევე ღირსეულად დავამარცხებთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები