ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი გადარიცხა
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა”, – ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების” ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” ქვეყნდება.
მათივე ინფორმაციით, სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში” რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.
„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ, გვიან ღამით აისახა.
StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.
StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე – ფიზიკურმა პირებმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.