იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთ-ერთი ქალის ოჯახის წევრები არიან. სამივე მათგანი ვანიდანაა.

როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე ამბობს, 10 პაციენტიდან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“სტაციონარში სულ გვიწევს ათი პაციენტი. გუშინ დაემატა ორი დადასტურებული შემთხვევა, ეს უკავშირდება ვანს და არის ვანის კლასტერი. ესენი არიან ქალნატონის მეუღლე და სიძე. კიდევ სამი პაციენტის ანალიზები გვაქვს კვლევაში. ამ ათი პაციენტიდან ექვსი არის პნევმონიებით და საკმაოდ გართულებული”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 50, კარანტინში იმყოფება 4722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 408 ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები