ფოთის ჰოსპიტალში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში,”ცხელების ცენტრში” რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში მაღალი რისკის ადგილებიდან გადმოიყვანეს და დაზღვევის მიზნით, მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.
„ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ხუთივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. თითოეულ მათგანს აღენიშნებოდა მომატებული ტემპერატურა. პნევმონია კი არც ერთს აქვს და ეს იმედს გვაძლევდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. პაციენტები ჯერ ფოთის ჰოსპიტალში რჩებიან და იქ აგრძელებენ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ამ დროისთვის, ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 10, ხოლო კარანტინში 9 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები