ბექა ოდიშარია: “ქართული ოცნების” ხელისუფლება დასავლური მედიისა და საზოგადოებისაგან უმაღლეს შეფასებას იღებს
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოცემა „დეილი სიგნალში” საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ დღეს ხელისუფლების მოქმედება კორონავირუსის გამოწვევის წინაშე რეგიონში მისაბაძი და გამოსაკვეთია.
“გამოცემა „დეილი სიგნალმა” დღეს გამოქვეყნებულ თავის სტატიაში საქართველო მოიხსენია, როგორც ყველაზე მყარი და საიმედო პარტნიორი რეგიონში, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით და დღევანდელი სიტუაცია შეადარა იმ საომარ მოქმედებებს და ჩვენს კონტრიბუციას, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ეწევა სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთსა თუ სხვა ქვეყნებში.
ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება დასავლეთის პრესისაგან, დასავლური საზოგადოებისაგან იღებს უმაღლეს შეფასებას და დღეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი ტიპის მოქმედება ამ სამყაროს გამოწვევის წინაშე, ვფიქრობ, რომ მართლაც არის რეგიონში მისაბაძი და გამოსაკვეთი”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.