კახეთში საკარანტინე სივრცე კიდევ 127-მა მოქალაქემ დატოვა

კახეთის რეგიონში არსებული ერთ-ერთი საკარანტინე ზონა კიდევ 127-მა ადამიანმა დატოვა. საკარანტინე ზონაში მყოფი პირები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებით და მათ ექიმები შესაბამისი პირობებით ემსახურებოდნენ.
საკარანტინე ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა. ვიზიტორების ტრანსპორტირება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით განხორციელდა. გამგზავრებამდე ვიზიტორებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე დატოვეს საკარანტინო სივრცე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები