გერმანიის მთავრობამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს მიაკუთვნა

გერმანიის მთავრობამ ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს მიაკუთვნა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით მოხდა, – წერს გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel-ი.

გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამომდინარეობს იმ პასუხიდან, რომელიც ბუნდესტაგის “მწვანეთა” პარტიის წევრმა, ირენ მიხალიჩმა მიიღო.

“პასუხში საუბარია  პოლიტიკურად მოტივირებულ ერთ მკვლელობაზე, რომელიც არ შეიძლება, რომელიმე ექსტრემისტულ ჯგუფს მიაკუთვნო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ​Der Tagesspiege-ს დაუდასტურა, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე”, – წერს გამოცემა.

Der Tagesspiegel-ი აღნიშნავს, რომ მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად “პუტინის რეჟიმი, ან ჩეჩნეთის მმართველი რამზან კადიროვი მიიჩნევა, “მოკლული ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ მეამბოხე ჩეჩნების მხარეს იბრძოდა, ასევე, საქართველოს მოსკოვთან კონფლიქტებში უჭერდა მხარს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები